შაბათი, 2024-04-20, 2:04 PM
RULE.U(0Z
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები

ძებნა

მთავარი » 2010 » ივლისი » 15 » The Sims 2: Переезд в квартиру
11:15 AM
The Sims 2: Переезд в квартиру

დამატებითი ინფორმაცია:
სიმები 2 (ინგლ. The Sims 2) — არის 2004 წელს გამოშვებული სტრატეგიული კომპიუტერული თამაში, რომელშიც ცხოვრების სიმულაცია ხდება. იგი შექმნა კომპანია „მაქსისმა“, ხოლო გამოაქვეყნა „ელექტრონიკ არტსმა“. ეს არის ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერული თამაშის The Sims გაგრძელება, რომელიც 2000 წლის 4 თებერვალს გამოვიდა.
The Sims 2-ს იგივე კონცეფცია აქვს, როგორც მის წინამორბედს. მოთამაშეები აკონტროლებენ საკუთარ სიმებს სხვადასხვა საქმიანობებში და აყალიბებენ ურთიერთობებს რეალური ცხოვრების იმიტაციით. The Sims 2-ს, წინამორბედის მსგავსად, არ აქვს განსაზღვრული საბოლოო მიზანი; თამაშს ღია დასასრული აქვს. Sims 2-ელებს აქვთ ცხოვრებისეული მიზნები, სურვილები და შიშები, რომელთა განხორციელებას შესაძლოა, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. ყველა სიმი ბერდება და შეუძლია 100 დღეზე მეტ ხანს იცოცხლოს იმის მიხედვით, თუ როგორ ხორციელდება მათი მიზნები (თუმცა ზოგიერთ გარემოებებს შეუძლია სიმის ცხოვრება უფრო გაახანგრძლივოს).
The Sims 2-ს, წინამორბედთან შედარებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებული ფუნქცია აქვს. ის საშუალებას აძლევს სიმებს სიცოცხლის ექვსი სტადია გაიარონ. თამაშს, ასევე გაცილებით ძლიერი სამგანზომილებიანი გრაფიკული ინტერფეისი აქვს. თამაში პირველად 2004 წლის 14 სექტემბერს გამოვიდა და მყისვე წარმატებული გახდა, პირველ ათ დღეში გაყიდული რეკორდული ერთი მილიონი ასლით. კომერციულ წარმატებასთან ერთად The Sims 2 კარგად მიიღეს კრიტიკოსებმა. 2007 წლის 26 ივლისისთვის The Sims 2-ის 13 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა მსოფლიოში და ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერული (უინდოუსის პლატფორმაზე) თამაში იყო 2004 წელს. გაგრძელება The Sims 3-ის გამოსვლა „ელექტრონიკ არტსმა“ 2006 წლის ნოემბერში გამოაცხადა 2009 წლის თებერვლისთვის, თუმცა მოგვიანებით ამ თარიღმა 2009 წლის ივნისისთვის გადაიწია. 2008 წლის აპრილისთვის, The Sims 2-ის ვებსაიტზე აღინიშნა სიმების სერიის 100 მილიონი ასლის გაყიდვა.
გადმოწერა
კატეგორია: თამაშები | ნანახია: 1121 | დაამატა: gio_lagidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელია ყველაზე მაგარი თამაში?
სულ პასუხი: 14

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024